loader

ბოსტონის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოსტონის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

აშშ-ის სასამართლომ ბოსტონის მარათონის დროს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. "ბიბისის" ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილებით ცარნაევს ლეტალური ინექციით დასჯიან. ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორს ინდიანას შტატში ფედერალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც იგი სიკვდილით დასჯას უნდა დაელოდოს. მოსამართლის გადაწყვეტილებას თავად ცარნაევიც ისმენდა, თუმცა, მას ემოცია არ გამოუხატავს.

2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა. გამოძიების მიხედვით, ტერაქტი ჩეჩენმა ძმებმა ჯოხარ და ტამერლან ცარნაევებმა განახორციელეს. უფროსი ძმა ტამერლანი იმ დღესვე დაიღუპა, ჯოხარი კი გაიქცა, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.