loader

"ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში: 17 წლის პატარძალი, ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში: 17 წლის პატარძალი, ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა"

16 მაისს გროზნოში გამართულმა ქორწილმა რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქმე ეხება არასრულწლოვანი გოგონასა და ჩეჩენი ჩინოვნიკის დაოჯახებას. ჩეჩნეთის ადმინისტრაციული რაიონის ნოჟაი-იურტოვკის პოლიციის მაღალჩინოსანი და რამზან კადიროვის ახლო მეგობარი 47 წლის ნაჟუდ გუჩიგოვი 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე დაქორწინდა. ლუიზა ნაჟუდის მეორე ცოლია, პირველი ცოლისგან პოლიციელს ახალშერთულ ცოლზე უფროსი ვაჟი ჰყავს.

ქორწილის ირგვლივ მითქმა-მოთქმა მას შემდეგ ატყდა, რაც გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ნოჟაი-იურტოვკის მთავარი პოლიციელი არასრულწლოვანზე აპირებდა დაქორწინებას, თანაც გოგონას ნების საწინააღმდეგოდ. კადიროვმა ქორწილს "ათასწლეულის დღესასწაული" უწოდა და განაცხადა, რომ ჭორებს გუჩიგოვს "ვიღაც ლიბერალები" უვრცელებდნენ.

ასევე იხილეთ: რას ამბობს ქორწილამდე 1 თვით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ჩეჩენი პატარძალი, რომელიც 30 წლით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს