loader

უცხვიროდ დაბადებული ბავშვი იმდენად საყვარელია, რომ მისი ამბავი მთელმა მსოფლიომ გულთან მიიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცხვიროდ დაბადებული ბავშვი იმდენად საყვარელია, რომ მისი ამბავი მთელმა მსოფლიომ გულთან მიიტანა

ბრენდი და ტროი ტომპსონებმა არ იცოდნენ, რომ მათი შვილი  გამორჩეული იქნებოდა მანამ, სანამ იგი არ დაიბადა, რადგან ულტრაბგერით გამოკვლევას არანაირი ანომალია არ გამოუვლენია. როცა ბავშვი დაიბადა, მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ მას ცხვირი არ აქვს.

პატარა ელი ტომპსონი თანდაყოლილი არინიით დაიბადა. ცხვირის ეს ანომალია იმდენად იშვიათია, რომ მსოფლიოში სულ ასეთი 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ტრაქეოტომია ელის სუნთქვის ნორმალიზებაში დაეხმარა, მომავალში კი კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა ელის. მას გამუდმებული მეთვალყურეობა სჭირდება. გარდა ამისა, პატარას აკრძალული აქვს ტირილი. ამიტომ მშობლებმა მას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.