loader

როგორ დატუქსა კადიროვმა ქალები, რომლებმაც ჩეჩნეთის "ათასწლეულის ქორწილზე" იჭორავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დატუქსა კადიროვმა ქალები, რომლებმაც ჩეჩნეთის "ათასწლეულის ქორწილზე" იჭორავეს

რამზან კადიროვმა მკაცრი საყვედური გამოუცხადა რესპუბლიკის იმ მცხოვრებლებს, რომლებმაც იჭორავეს ჩეჩნეთის ლიდერის მიერ "ათასწლეულის ქორწილად" გამოცხადებულ ქორწილსა და წყვილზე: 47 წლის ნაჟუდ გუჩიგოვსა და 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე.

კადიროვმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მიმოწერით, რომელიც WhatsApp-ში ნახა. "ოჯახის ღირსება - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუ წერთ ასეთ რაღაცებს. მამაკაცებო, თქვენი ქალები WhatsApp-დან გამოიყვანეთ", - თქვა კადიროვმა.

სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ დატუქსა ჭორების გამავრცელებლები რესპუბლიკის ლიდერმა, ტელეკომპანია " Грозный"-მ აჩვენა.

ასევე იხილეთ:

"ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში: 17 წლის პატარძალი, ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა"

რას ამბობს ქორწილამდე 1 თვით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ჩეჩენი პატარძალი, რომელიც 30 წლით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს