loader

ანორექსიისგან მომაკვდავი დახმარებას ითხოვს: მის მკურნალობაზე უარს ამბობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანორექსიისგან მომაკვდავი დახმარებას ითხოვს: მის მკურნალობაზე უარს ამბობენ

ინტერნეტში 37 წლის ამერიკელი მსახიობის რეიჩელ ფეროკის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა, რომელშიც ანორექსიით დაავადებული ქალი დახმარებას ითხოვს.

რეიჩელი დაახლოებით 20 კილოგრამს იწონის. იგი ანორექსიით კვდება და ადამიანებს მისი სიცოცხლის გადარჩენას სთხოვს. ქალი ირწმუნება, რომ ზედმეტი სიგამხდრის საფუძველზე საავადმყოფოში მის დახმარებაზე უარს ამბობენ. მსახიობს ანორექსია 10-ზე მეტი წლის წინ დაემართა. საკუთარ ვიდეოში იგი განმარტავს, რომ კვებითმა აშლილობამ ბოლო თვეებში პროგრესირება განიცადა. ამჟამად ქალს დაუხმარებლად სიარული არ შეუძლია. ის ასევე ჰყვება, რომ მისი ქმარი იძულებული გახდა სამსახური მიეტოვებინა, რათა მისთვის მოევლო.

"ჩვენს ოლქში მხოლოდ ერთი კლინიკა არსებობს, რომელსაც დახმარება შეუძლია, მაგრამ იქ მოხვედრის შანსები დაბალია. თქვენი დახმარება გვჭირდება, გთხოვთ, გაიღეთ ნებისმიერი თანხა, რაც შეგიძლიათ. ეს ანორექსიის ძალიან სერიოზული შემთხვევაა. კვებითი აშლილობა მაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელება ძალიან მინდა", - ამბობს ვიდეომიმართვაში რეიჩელი.

ქალი აცხადებს გვერდის მისამართს, რომელზეც ძვირადღირებული და ხანგრძლივი მკურნალობისთვის 100 000 დოლარის მოგროვებას აპირებს. ჯერჯერობით მან 33 150 დოლარის თავმოყრა შეძლო.