ყირიმი ანექსიის შემდეგ: "იალტა ცარიელია, სანაპირო დანგრეული, ნავმისადგომები დახურული!"
11:55 / 26-05-2015
როგორც ჩანს, ახალი ოკუპაციური მთავრობა კურორტების კეთილმოწყობაზე არ ზრუნავს. საკურორტო ზონაში არ არიან ტურისტები. ამას ამტკიცებს ვიდეო, რომელიც იალტას მცხოვრებმა გადაიღო. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ რა დაემართა ოდესღაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტის სანაპიროს. ნავმისადგომები ავარიულ მდგომარეობაშია, სანაპიროს 90% კი - დასვენებისთვის გამოუსადეგარი.