loader

კალიფორნიის პოლიციამ 8 თვის ორსული ფერადკანიანი ქალი სასტიკი ფორმით დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალიფორნიის პოლიციამ 8 თვის ორსული ფერადკანიანი ქალი სასტიკი ფორმით დააკავა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ბარსტოუს პოლიციის თანამშრომლებს ფერადკანიანი ორსული ქალის - შარლინ მიშელ კუკსის მიმართ უხეშ ქმედებაში ადანაშაულებენ.

შარლინ მიშელ კუკსთან დაკავშირებით პოლიციას უცნობმა ქალმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ორსული ქალი არაადეკვატურად იქცეოდა. როდესაც სამართალდამცველებმა შარლინს დოკუმენტები მოსთხოვეს, მან უარი თქვა, რის შემდეგაც ხელები გადაუგრიხეს, ასფალტზე დააწვინეს და ხელბორკილები დაადეს.

ბარსტოუს პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ პოლიციის ოფიცრები ადეკვატურად იქცეოდნენ და უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებიათ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაკავებული ორსული განყოფილებაში მიყვანიდან მალევე გაათავისუფლეს.