loader

კიევში გეი-პრაიდზე შეტაკება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში გეი-პრაიდზე შეტაკება მოხდა

"უნიანის" ინფორმაციით, კიევში გამართულ გეი-პრაიდზე მომხდარი შეტაკების შედეგად, ხუთი სამართალდამცველი დაშავდა. "უნიანის" ცნობით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში დღეს დილით ახალგაზრდა რადიკალებმა ბარიკადები გაარღვიეს და აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. სახალხო დეპუტატის სერგეი ლეშენკოს თქმით, რადიკალებმა აქციის მონაწილეებს ე.წ. სატკაცუნოები დაუშინეს. პოლიციამ ადგილზე 25 აქტივისტი დააკავა და მოგვიანებით გაუშვა. თანასწორობის მარში კიევში ლგბტ თემის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.