loader

თურქეთში საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

თურქეთის შანლიურფას პროვიცნციაში, საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საარჩევნო უბანთან დაწყებული კამათი ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც მხარეებმა ქვები, დანები და ხელჯოხები გამოიყენეს.

ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა დაპირისპირებული მხარეების გაშველება ვერ მოახერხეს, რის გამოც დამატებითი ძალების მობილიზება გახდა აუცილებელი. ერთი საათის განმავლობაში საარჩევნო უბანი დაიკეტა.

დღეს თურქეთის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. 53,7 მილიონი ადამიანი თურქეთის პარლამენტში 550 დეპუტატს ირჩევს, რომელშიც 20 პარტია და 165 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.