loader

ინგუშეთის მეჩეთში მასობრივი ჩხუბი ატყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგუშეთის მეჩეთში მასობრივი ჩხუბი ატყდა

ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანის ერთ-ერთ მეჩეთში მრევლს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც შემდეგ მასობრივ მუშტი-კრივში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი ძველი კონფლიქტი გახდა ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობას - სუფებსა და სალაფიტებს შორის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუფთმა ისა ხამხოევმა მრევლს შესთავაზა, პარასკეობით სასადილო ნამაზი (რომელიც სავალდებულოდ არ ითვლება) არ ჩაეტარებინათ, რამაც მორწმუნენი აღაშფოთა. ადგილობრივი იმამის, ხამზატ ჩუმაკობის მომხრეებმა მუფთს თქმის საშუალება არ მისცეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მასობრივი არეულობის შეჩერება მხოლოდ პოლიციის ჩარევით მოხერხდა.