loader

გამოკითხვა აშშ-ში: ამერიკელების უმრავლესობა თანახმაა, რუსეთზე ბირთვული დარტყმა განხორციელდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამოკითხვა აშშ-ში: ამერიკელების უმრავლესობა თანახმაა, რუსეთზე ბირთვული დარტყმა განხორციელდეს

ამერიკელმა აქტივისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა თანახმაა, აშშ-მ რუსეთზე გამაფრთხილებელი ბირთვული დარტყმა განახორციელოს. ამერიკელმა პრანკსტერმა მაიკ დაისმა მოქალაქეებს შესთავაზა, ხელი მოეწერათ პეტიციაზე, რომელიც ითვალისწინებს ობამას ახალი ინიციატივის მხარდაჭერას - რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმის გამოყენების შესახებ. "ჩვენ მხოლოდ ასე მოვახერხებთ მსოფლიოში უპირატესობის შენარჩუნებას" - ეუბნება რესპონდენტებს მაიკი.

ჩვეულებრივი ამერიკელების რეაქცია ვითომდა აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზებაზე მოულოდნელი აღმოჩნდა - გამოკითხულთა უმრავლესობამ ასეთი ბირთვული ფარის შექმნის აუცილებლობა დაინახა. ყველა გამოკითხულმა, ერთი მამაკაცის გამოკლებით, რუსეთისთვის პრევენციული ბირთვული დარტყმის შესაძლებლობის იდეა მოიწონა და ყალბ პეტიციაზე ხელი მოაწერა.