loader

სასაკლაო ეკლესიაში: კაროლინას შტატში მანიაკმა 9 ადამიანი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასაკლაო ეკლესიაში: კაროლინას შტატში მანიაკმა 9 ადამიანი მოკლა

სამხრეთ კაროლინას შტატში ისტორიულ აფრიკულ-ამერიკულ ეკლესიაზე თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. "ბიბისის" ცნობით, თავდასხმა ჩარლსტონის ერთ-ერთ ტაძარში მოხდა.

ქალაქის პოლიციის ცნობით, რვა ადამიანი ტაძარში სროლის დროს დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით გარდაიცვალა. მათ შორისაა ეკლესიის პასტორიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიაში ცეცხლი 20 წლამდე ასაკის თეთრკანიანმა მამაკაცმა გახსნა. პოლიციის ვარაუდით, მან თავდასხმა სიძულვილის ნიადაგზე განახორციელა.

ჩარლსტონში აფრიკული ქრისტიანული ტაძარი მე-19 საუკუნეში აშენდა და იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეკლესიაა აშშ-ში.