loader

გერმანელმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ ერთად შეძენილი ქონება ხერხით გაყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანელმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ ერთად შეძენილი ქონება ხერხით გაყო

გერმანიის მცხოვრებმა გერლფრენდთან დაშორების შემდეგ ერთად შეძენილი ნივთები შუაზე გაყო და მისი კუთვნილი ნაწილი eBay-ს აუქციონზე გამოიტანა. მამაკაცი აუქციონზე ყიდის ნახევარს იმ ნივთებისა, რომლებიც მეგობარ გოგონა ლაურასთან ერთად 12-წლიანი თანაცხოვრების დროს შეიძინა. "მადლობა 12 "ლამაზი" წლისთვის, ლაურა! შენ ნახევარი ნამდვილად დაიმსახურე. ვულოცავ ჩემს შემცვლელს" - ასეთი კომენტარი მიაწერა ვიდეოს მამაკაცმა.

ყოფილი საყვარლის ხერხის ქვეშ: ტელევიზორი, ნოუთბუქი Apple Macbook Pro, ავეჯი, ველოსიპედი, სათამაშო დათვი და მანქანაც კი მოხვდა. ყველაზე ძვირფასი ლოტი iPhone 5-ის ნახევარია, რომელიც 24,50 ევრო ღირს, ავტომობილ Opel Corsa-ს წინა ნაწილის შეძენა კი სულ რაღაც 4,5 ევროდაა შესაძლებელი.