loader

ერევანში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა. როგორც "იტარ-ტასი" წერს, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

დაკავებულნი არიან აქციის მონაწილეებიც, თუმცა მათი რაოდენობა ამ დროისთვის არ კონკრეტდება.

როგორც სომხური მედია წერს, მიტინგის დაშლამდე ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ოსიპიანმა დემონსტრანტები გააფრთხილა, დედაქალაქის ცენტრალური მოედანი დაეტოვებინათ და "თავისუფლების მოედანზე" დაბრუნებულიყვნენ. გზის გასათავისუფლებლად მან მომიტინგეებს 10 წუთი მისცა, თუმცა მომიტინგეებმა ტერიტორია არ დატოვეს. აქციის დაშლაც ამის შემდეგ დაიწყო.

ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო, გუშინ კი მომიტინგეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიციამ მათ რეზიდენციასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ, 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, რაც ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევა.