loader

გაუსაძლის სიცხეს პაკისტანში 450 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაუსაძლის სიცხეს პაკისტანში 450 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა ქვეყანაში ძლიერი სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება გასცა. "ბიბისის" ცნობით, სამხრეთით მდებარე სინდის პროვინციაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ კარაჩიშია, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.

როგორც კარაჩის საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ, გარდაცვლილთა უმრავლესობა ასაკოვანია. პაკისტანში 45 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ბოლოს 1979 წელს დაფიქსირდა. წელს, ძლიერი სიცხის შედეგად, დაახლოებით 1 700 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მეზობელ ინდოეთშიც.