loader

ტრანსგენდერმა ქალმა ობამასთან მიღებაზე სკანდალი მოაწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრანსგენდერმა ქალმა ობამასთან მიღებაზე სკანდალი მოაწყო

თეთრ სახლში მიღებაზე ინციდენტი მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას იძულებული გახდა, ტრანსგენდერი ქალის დაჟინებული ყვირილის გამო საუბარი შეეწყვიტა. ქალი ითხოვდა, რომ "ყველა ლგბტ-იმიგრანტი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ". თვითმხილველებმა ინციდენტი ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტში გამოაქვეყნეს.

ქალს წამოყვირებაზე ობამამ უპასუხა - "შენ ჩემს სახლში ხარ", რასაც აპლოდისმენტები და შეძახილები მოჰყვა. პრეზიდენტმა მას შეახსენა, რომ "როდესაც შენ სტუმრად ხარ, თავშეკავებულად უნდა მოიქცე". მაგრამ ქალი ამან ვერ დაამშვიდა. მაშინ ობამა დაემუქრა, რომ მას დარბაზიდან გაიყვანდნენ. ბოლოს, ზედმეტად აქტიური სტუმარი დაცვამ შენობიდან გაიყვანა.