loader

ცისარტყელის ფერებით განათებული თეთრი სახლი - აშშ-ში ერთსქესიანი ქორწინება ლეგალური გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცისარტყელის ფერებით განათებული თეთრი სახლი - აშშ-ში ერთსქესიანი ქორწინება ლეგალური გახდა

ერთსქესიანი ქორწინება გუშინდელი დღიდან ლეგალური გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. აღმასრულებელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ამერიკის 50-ვე შტატში გეი ქორწინება კანონიერად გამოაცხადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განცხადება გააკეთა: "ეს ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ გადაწყვეტილებით ხაზი ესმევა იმას, რისიც ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს სწამს: როდესაც ყველა ამერიკელი თანასწორი იქნება, უფრო მეტად შევიგრძნობთ თავისუფლებას".

ღამით თეთრი სახლი ცისარტყელის ფერებში გაანათეს, რითაც პატივი მიაგეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და გეი საზოგადოების უფლებებს.