loader

ინდონეზიაში თვითმფრინავი დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდონეზიაში თვითმფრინავი დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 30 ადამიანი დაიღუპა. "როიტერის" ცნობით, ლაინერი დღეს დილით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მედანში, დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. იგი რამდენიმე სახლს, სასტუმროს და ავტომობილს დაეჯახა.

ინდონეზიის მთავრობის ცნობით, ამ დროისთვის კატასტროფის ადგილას მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ინდონეზიის სამხედრო ძალების პრესსპიკერის, ფუად ბასიას თქმით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ხუთი ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. არიან დაშავებულებიც. 11 ადამიანი უკვე გადაიყვანეს ახლოს მდებარე საავადმყოფოში.