loader

ISIS-ის 13 ტერორისტი მათსავე სტილში დასაჯეს სიკვდილით (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ISIS-ის 13 ტერორისტი მათსავე სტილში დასაჯეს სიკვდილით (+18)

ინტერნეტში "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების სიკვდილით დასჯის ვიდეო გამოქვეყნდა. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები ნარინჯისფერი კომბინეზონებით, რომლებიც ტერორისტებს ხოცავენ, დაჯგუფება "ჯაიშ ალ-ისლამის" წარმომადგენლები არიან.

ვიდეორგოლი, რომლის ნაწილიც ინტერნეტში ხელმისაწვდომია, პასუხია იმ სიკვდილით დასჯებზე, რომლებსაც ადრე ინტერნეტში ISIS-ის წარმომადგენლები აქვეყნებდნენ. ვიდეო პროფესიონალურად გადაღებული და დამონტაჟებულია, იგი ჰოლივუდური ბოევიკის თრეილერს ჰგავს.

კადრებში "ჯაიშ ალ-ისლამის" ბოევიკებს ნარინჯისფერი კომბინეზონები აცვიათ, რომლითაც "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები საკუთარ მსხვერპლებს ხოცავენ. ტყვეებს პირიქით, შავი ტანსაცმელი აცვიათ და ჯაჭვით არიან დაბმულნი. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სულ "ჯაიშ ალ-ისლამის" ბოევიკებმა 13 ადამიანი დასაჯეს.

იხილეთ:

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები მძევალ ჯარისკაცებს სასტიკად უსწორდებიან (+18)

ISIS-ის მორიგი უსასტიკესი დასჯა: ჯაშუშობაში ბრალდებულები გალიაში ჩაკეტეს და წყალში დაახრჩვეს (+18)