loader

"ოდესა სინათლის ქალაქად უნდა ვაქციოთ" - მიხეილ სააკაშვილი აფეთქებულ კაფეს ჩაის დასალევად ესტუმრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოდესა სინათლის ქალაქად უნდა ვაქციოთ" - მიხეილ სააკაშვილი აფეთქებულ კაფეს ჩაის დასალევად ესტუმრა

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის კაფე У Ангеловых-ს სტუმრობდა, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2 ივლისის ღამეს ააფეთქეს. ამ სახით გუბერნატორმა ოდესელებს მოუწოდა, სოლიდარობის ნიშნად აფეთქებულ კაფეში მისულიყვნენ.

სააკაშვილმა ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, გიორგი ლორთქიფანიძესთან და კაფეს სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები ოდესაში ღამის ცუდი განათების ბრალია. სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ "ოდესა სინათლის ქალაქად უნდა იქცეს".