loader

ათენში პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათენში პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

საბერძნეთში შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქცია ათენში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორისაა ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფიც.

საბერძნეთის ცენტრში ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობდა. ერთი აქციის მონაწილეები უარს ამბობენ ევროზონაში დარჩენაზე, მეორე აქციის მონაწილეები კი საბერძნეთის ევროზონაში დარჩენასა და საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკების განახლებას უჭერენ მხარს.