loader

ბრიტანელი "წვერიანი პატარძალი" სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელი "წვერიანი პატარძალი" სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 24 წლის ჰარნაამ კაური პატარძლის გარეგნობაზე შექმნილ სტერეოტიპს ანგრევს. ამისთვის გოგონამ, რომელსაც სახეზე წვერი აქვს, პოპულარული ლონდონელი ფოტოგრაფის პროექტის ფარგლებში, საქორწინო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ჰარნაამს საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი აწუხებს. ეს დაავადება ორგანიზმში ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს. წვერი გოგონას 11 წლიდან ეზრდება. ამის გამო მას თავის მოკვლაც კი სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და ახლახან ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გარეგნობით ამაყობს კიდეც.