loader

ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქცია უცნობმა ნიღბიანებმა დაარბიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქცია უცნობმა ნიღბიანებმა დაარბიეს

"სააკაშვილო, GO HOME", "ჩვენ არ გვჭირდება სამხედრო დამნაშავე, რომელიც მოვიდა, რათა ხოცვა-ჟლეტა დაიწყოს", - ასეთია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი. აქცია ოდესაში, ანტი-მაიდნის ადგილობრივმა აქტივისტებმა გამართეს.

"იმ ადამიანის დანიშვნა გუბერნატორის პოსტზე, რომელიც საკუთარ ქვეყანაში იძებნება, არასწორია. ჩვენ უბრალო მიზანი გვამოძრავებს - ოდესას ნორმალური გუბერნატორი უნდა ჰყავდეს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს და არა შეშლილი სამხედრო დამნაშავე. ოდესას კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილს სისხლით აქვს ხელები დასვრილი. სწორედ მან გასცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის ჩაცხრილვის ბრძანება, სადაც ასობით ადამიანი მოკლეს", - ამბობს აქციის ორგანიზატორი მიხეილ კოშელიოვი.

აქცის მსვლელობის დროს უცნობი ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ, რომლებმაც მომიტინგეები ძალისმიერი მეთოდით დაშალეს.