loader

საბერძნეთის პრემიერს ევროპარლამენტში ოვაციებით შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბერძნეთის პრემიერს ევროპარლამენტში ოვაციებით შეხვდნენ

სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე, საერთაშორისო კრედიტორების წინაშე საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი გამოვიდა.  ევროპელებმა ციპრასს გულითადი დახვედრა მოუწყვეს. მათ ტაში დაუკრეს, როდესაც იგი სხდომის დარბაზში შევიდა.

საბერძნეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წინა მცდელობები, ეხსნა საბერძნეთი კრიზისისგან, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნილი იქნება და ეს პროცესის ყველა მონაწილეს არგებს. ევროჯგუფმა, ალექსის ციპრასის ყველა წინადადების შესწავლის შემდეგ, ვერდიქტი უნდა გამოიტანოს, მისცეს ფული საბერძნეთს თუ არა, ანუ დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში.