loader

ქალმა, რომელიც საყვარელმა მამაკაცმა სცემა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა, რომელიც საყვარელმა მამაკაცმა სცემა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო

26 წლის ფიტნეს-ბლოგერმა ემა მერფიმ Facebook-ში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. ვიდეოში ახალგაზრდა ქალმა ისაუბრა, რომ ძალადობის მსხვერპლია.

მერფი სამწელიწად ნახევარი ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელსაც ცხოვრების სიყვარულად თვლიდა. შარშან მას უამბეს, რომ საყვარელი ღალატობდა და მას სხვა ქალი ჰყავდა, რომელიც მისგან ბავშვს ელოდებოდა. მერფი იმ დროს თავადვე იყო ორსულად და სტრესის გამო დროზე ადრე იმშობიარა. ამ ახალმა ამბავმა ქალის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, მაგრამ გადაწყვიტა მამაკაცისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ მალე შეიტყო, რომ საყვარელი ისევ ატყუებდა. როდესაც ქალმა ახსნა-განმარტება მოითხოვა მამაკაცმა სცემა. მაშინ ეს პირველად არ მომხდარა - ძალადობის მსხვერპლა აღიარა, რომ საყვარელი მამაკაცი პერიოდულად სცემდა.

საბოლოოდ მერფიმ მისი მიტოვება გადაწყვიტა და ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად დედასთან გადავიდა. მისი გზავნილი ქალებისადმი, რომლებიც ასეთივე სიტუაციაში არიან შემდეგია: ოჯახში ძალადობა მსხვერპლის ბრალი არასდროსაა. "არც ერთ მამაკაცს არ აქვს უფლება ქალზე ხელი აღმართოს, ერთი შემთხვევაც კი დაუშვებელია. უფრო უარესია, როდესაც მამაკაცი გაიძულებთ იფიქროთ, რომ ასეთი საქციელი გამართლებულია", - ამბობს მერფი.

იხილეთ:

როგორ რეაგირებენ თბილისში ქალზე ძალადობის ფაქტზე

ქუჩაში ცოლზე მოძალადე მამაკაცი მეზობლებმა სცემეს

ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ერთი წელი ფოტოებში გამაოგნებელი შედეგით

მიზეზი, რის გამოც ეს ქალი ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობს, გაგაოგნებთ