loader

რომის პაპის მძღოლი ფრანცისკთან გადაღებული სელფით Twitter-ის ვარსკვლავი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპის მძღოლი ფრანცისკთან გადაღებული სელფით Twitter-ის ვარსკვლავი გახდა

რომის პაპის მძღოლი სებასტიან გონსალესი Twitter-ის ვარსკვლავი გახდა მას შემდეგ, რაც საკუთარ გვერდზე კათოლიკური ეკლესიის ლიდერთან გადაღებული სელფი გამოაქვეყნა.

მომღიმარი გონსალესი "პაპომობილის" საჭესთან ზის. უკანა ფანჯრის მინიდან კი პონტიფიკი და მისი მცველები ჩანან. ინტერნეტმომხმარებლებმა და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებმა მძღოლის პაპთან გადაღებული სელფის დაპოსტვა აქტიურად დაიწყეს და ფოტო საუკეთესო "პაპასელფად" და "ყველაზე წმინდა სელფად" მონათლეს.

ამის შემდეგ გონსალესს ისღა დარჩენოდა, საკუთარ გვერდზე დაეწერა: "ო, არა! ახლა მე Twitter-ის ვარსკვლავი ვარ!"