loader

პოროშენკომ ოპოზიციონერ ლიდერთან რადაში მუსიკალური შეჯიბრება მოაწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოროშენკომ ოპოზიციონერ ლიდერთან რადაში მუსიკალური შეჯიბრება მოაწყო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე ხმის მიცემის წინ ჰიმნი იმღერეს. რადიკალური პარტიის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა, რომელმაც რადას დონბასის განსაკუთრებული სტატუსით კონსტიტუციის ახალი პროექტი წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლის დროს ლიაშკომ ემოციური საუბარი შეწყვიტა და უკრაინის ჰიმნი იმღერა, რითაც დამსწრე დეპუტატები და პოროშენკო აიძულა, ფეხზე ამდგარიყვნენ და მასთან ერთად ემღერათ. მალე ვოკალისტ რადიკალს მიკროფონი გაუთიშეს, მაგრამ დეპუტატებმა სიმღერა გააგრძელეს. ხმის მიცემის წინ იმღერა თავად პოროშენკომაც. მან თქვა, რომ ბევრი ხალხური ლექსი და სიმღერა იცის, ცოლი კი მას კარგი შესრულებისთვის აქებს.