loader

NASA-მ "ახალი დედამიწა" იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NASA-მ "ახალი დედამიწა" იპოვა

NASA-მ პლანეტის აღმოჩენის შესახებ გამოაცხადა, რომელიც დედამიწას იმდენად ჰგავს, რომ არაოფიციალურად "დედამიწა 2.0" დაარქვეს. "ისტორიულ" ბრიფინგზე NASA-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ახალი დედამიწა - ეკზოპლანეტა Kepler-452b იპოვეს, რომელიც დედამიწას ზომით ჰგავს, მზის მსგავსი სისტემის "სასიცოცხლო ზონაშია" და მასზე თხევადი წყალი უნდა იყოს.

Kepler-452b ზომით დედამიწაზე 60%-ით დიდია, მასით კი ხუთჯერ. იგი საკუთარი ვარსკვლავისგან სითბოს 10%-ით მეტს იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან. ეს პლანეტას მისი მასიურობისა და წყლის საკმაოდ ღია ზედაპირის გამო არ ვნებს.

წელიწადი პლანეტა Kepler-452b-ზე 385 დღე გრძელდება - დედამიწაზე სულ რაღაც 20 დღით მეტი. ამ პლანეტიდან ჩვენამდე მანძილი 1400 სინათლის წელს შეადგენს.

ეკზოპლანეტებს სპეციალური თანამგზავრი "კეპლერი" ეძებს, რომელიც ზემგრძნობიარე ფოტოკამერითაა აღჭურვილი. ეს პირველი კოსმოსური აპარატია, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა.