loader

ტიმატი VS სააკაშვილი: "ნამდვილმა მამაკაცმა საქმე უნდა აკეთოს და არა ჰალსტუხი ღეჭოს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტიმატი VS სააკაშვილი: "ნამდვილმა მამაკაცმა საქმე უნდა აკეთოს და არა ჰალსტუხი ღეჭოს"

რუსმა რეპერმა ტიმატიმ პასუხი გასცა ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უკრაინის მესაზღვრეებს მიმართა, ტიმატი არ შემოეშვათ უკრაინაში, მისი პოზიციის გამო.

"არაა პრობლემა, არ ჩავატარებ კონცერტს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზედმეტი მიზეზი არ მივცე პროვოკაციისთვის, მაგრამ ღირს საერთოდ სერიოზულად მიიღო იმ პოლიტიკოსის სიტყვები, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გაქურდა, ფედერალურ ძებნაშია და საკუთარი ხალხის მიერ არის გაგდებული?! ნამდვილმა მამაკაცმა საქმე უნდა აკეთოს და არა ჰალსტუხი ჭამოს", - დაწერა საკუთარ "ინსტაგრამზე" რეპერმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ოდესაში ტიმატის კონცერტის გამართვას ეხებოდა. "ისინი, ვინც ადარებენ უკრაინის მისწრაფებას თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ ნარკომანიასთან - მათი ადგილი უკრაინის სცენაზე არ არის. "იბიცა" ევროპაში ერთ-ერთ კარგ კლუბად და ოდესის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად მიმაჩნია. რადგან მე თქვენ გგულშემატკივრობთ, არ მესმის, როგორ შეძელით ტიმატის დაპატიჟება, რომელიც მთლიანად ემხრობა რუსეთის აგრესიას და უკრაინას "უმცროს ძმას" უწოდებს. ის კადიროვის საუკეთესო მეგობარია, რომელსაც ხელები უკრაინელების სისხლით აქვს მოთხვრილი. მე მივესალმები რუსი ტურისტების შემოსვლას ოდესაში, დიდი სიამოვნებით ვნახავდი აქ მაკარევიჩს, დდტ-ს, ზემფირას, მაგრამ მესაზღვრეებს დაჟინებით მოვუწოდებ - არ შემოუშვან პუტინის მიმდევრები უკრაინაში".