loader

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა

უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ბოლოს და ბოლოს, ის ღმერთის ხელშია. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას სითბოსა და სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ მისი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მხარში გვედექით", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

როგორც TMZ იტყობინება, ახლობლებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს ბობისთვის მკურნალობა შეეწყვიტათ, რაც ექიმებმა აღიარეს, რომ უძლურნი იყვნენ და ვერ უშველიდნენ გოგონას. ბობი კრისტინა 31 იანვარს აბაზანაში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას შემდეგ გოგონა კომაში იმყოფებოდა.