loader

ჟერარ დეპარდიეს უკრაინაში შესვლა აეკრძალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟერარ დეპარდიეს უკრაინაში შესვლა აეკრძალა

უკრაინამ ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს ქვეყანაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის, ელენა ჰიტლიანსკას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

უკრაინის კულტურის სამინისტრომ არაერთ მსახიობს, მუსიკოსსა და კულტურის სფეროს წარმომადგენელს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა, რომლებმაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მხარი დაუჭირეს.

66 წლის ჟერარ დეპარდიე რუსეთს აქტიურად უჭერს მხარს და "უდიდეს დემოკრატიულ ქვეყანას" უწოდებს. 2013 წელს მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან რუსული პასპორტიც მიიღო მას შემდეგ, რაც მსახიობმა საფრანგეთი მაღალი გადასახადების გამო დატოვა. გასულ კვირას კი დეპარდიეს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.