loader

სისხლიანი გეი-აღლუმი იერუსალიმში - მამაკაცი აღლუმის მონაწილეებს დანით დაერია (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი გეი-აღლუმი იერუსალიმში - მამაკაცი აღლუმის მონაწილეებს დანით დაერია (+18)

ულტრა-ორთოდოქსმა ებრაელმა ისრაელში ჰომოსექსუალებს დღესასწაული ჩაუშალა. იერუსალიმის ყოველწლიურ გეი–აღლუმზე მარშის მონაწილეებს იგი დანით დაერია. დაჭრილია 6 ადამიანი. ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ მყისიერად იმოქმედა და შემდგომი სისხლისღვრა აღკვეთა.

როგორც აღმოჩნდა, თავდამსხმელი ულტრა-ორთოდოქსი იუდეველი იიშაი შლისელი აღმოჩნდა. ანალოგიური შეტევა მან 2005 წელშსაც განახორციელა. მაშინ მან აღლუმის სამი მონაწილე დაჭრა. თავდამსხმელს მაშინ 12 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში მხოლოდ 10 წელი იჯდა. უმაღლეს სასამართლოში აპელაციის შემდეგ მას ვადა შეუმცირეს. იგი სამი კვირის წინ გამოვიდა ციხიდან.