loader

შინ დაბრუნებულმა ამერიკელმა სამხედრომ, ცოლს სხვა ჯარისკაცთან შეუსწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინ დაბრუნებულმა ამერიკელმა სამხედრომ, ცოლს სხვა ჯარისკაცთან შეუსწრო

სამხედრო სამსახურიდან შინ ნაადრევად დაბრუნებულ ამერიკელ ჯარისკაცს, სახლთან უცნობი მანქანა დახვდა. როგორც ჩანს, მაშინვე ეჭვი შეიტანა მეუღლის ერთგულებაში და სახლში შესულმა სამი წლის ქალიშვილს ყურადღება არც კი მიაქცია, ისე გასწია საძინებლისკენ. თანაც ამ ყველაფერს ბრაიან მეი თავად იღებდა მობილური ტელეფონით.

ნახევრადშიშველი მეუღლე აბაზანაში უცნობ მამაკაცთან ერთად დახვდა. ქალი, რომელიც ასევე  სამხედროა, ფლორიდაში სამსახურებლივ მივლინებაში წასული ქმრის დაბრუნებას არ ელოდა. როგორც ირკვევა, ცოლს გაყრაზე საბუთების შეტანა ჰქონდა გადაწყვეტილი, რაც ქმარსაც აცნობა, მისი ახალი საყვარელიც ასევე სამხედრო პირია. ახლა 25 წლის ბრაიან მეიმ თავად გადაწყვიტ გაყრაზე განცხადების შეტანა და იმედი აქვს, რომ ვიდეოსამხილი 3 წლის ქალიშვილზე მეურვეობაზე უპირატესობას მისცემს.