loader

ტაიფუნი ტაივანში: რვა წლის გოგონა დედასთან ერთად ზღვამ ჩაითრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაიფუნი ტაივანში: რვა წლის გოგონა დედასთან ერთად ზღვამ ჩაითრია

ტაივანს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. "ბიბისის" ცნობით, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რვა წლის გოგონა და მისი დედა, რომლებიც ზღვამ ჩაითრია.

ქარის სიჩქარემ საათში 230 კილომეტრს მიაღწია. სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ქარმა მოგლიჯა ხეები და სარეკლამო დაფები. ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ორ მილიონზე მეტი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ტაიფუნის გამო გაუქმდა სარკინიგზო და ავიარეისები. ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. მუშაობა შეწყვიტა ასევე კერძო სამსახურების ნაწილმა.

ტაივანის ამინდის ბიუროს ცნობით, ტაიფუნი ახლა ჩრდილო-დასავლეთით მიემართება და თანდათან ძალას კარგავს.