loader

ძლიერი აფეთქება ჩინეთში: დაღუპულია 42, დაშავებულია 400 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი აფეთქება ჩინეთში: დაღუპულია 42, დაშავებულია 400 ადამიანი

ჩინეთში, ქალაქ ტიანძინში, აალებადი ნივთიერებების საწყობში აფეთქების შედეგად, 42 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 400 საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 34 მძიმე მდგომარეობაშია. ასევე ცნობილია, რომ 20 მეხანძრე, რომლებიც აფეთქების ადგილზე მუშაობდნენ, დაკარგულად ითვლება.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი ადგილობრივმა სეისმოლოგიურმა სამსახურმა დააფიქსირა. იგი მეზობელი პროვინცია ხებეის რამდენიმე რაიონში იგრძნეს.