loader

ისტორიული მომენტი: პირველად 54 წლის შემდეგ კუბაში აშშ-ს დროშა აღიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიული მომენტი: პირველად 54 წლის შემდეგ კუბაში აშშ-ს დროშა აღიმართა

მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, კუბამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. 14 აგვისტოს კუბის დედაქალაქ ჰავანაში ახლადგახსნილ აშშ-ის საელჩოზე დროშა აფრიალდა. სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესწრებოდა, რომელიც გახსნაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა კუბის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ეკონომიკის, დემოკრატიის და სამოქალაქო განვითარების მხრივ.

ჯონ კერი აშშ-ს პირველი სახელმწიფო მდივანია ბოლო 70 წლის მანძილზე, რომელიც კუბაში ჩავიდა.