loader

იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

იაპონიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. "ფოქს-ნიუსის" ცნობით, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ტოკიოდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ქალაქ საგამიჰარაში მდებარე სამხედრო ბაზის საწყობში მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერ არც აფეთქების მიზეზებზე საუბრობენ.

მომხდარი უკვე დაადასტურეს პენტაგონში. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, საწყობში, სადაც აფეთქება მოხდა, სამხედრო აღჭურვილობა და ნავთობპროდუქტები ინახება.