loader

დაკრძალულმა თინეიჯერმა კუბოში გაიღვიძა, თუმცა საფლავიდან მისი ცოცხლად ამოყვანა ვეღარ მოასწრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკრძალულმა თინეიჯერმა კუბოში გაიღვიძა, თუმცა საფლავიდან მისი ცოცხლად ამოყვანა ვეღარ მოასწრეს

ჰონდურასში, დაკრძალვიდან ერთი დღის შემდეგ, გარდაცვლილმა თინეიჯერმა კუბოში გაიღვიძა და ყვირილი მორთო, მაგრამ ახლობლების მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ სამარეს გახსნას, რომელშიც 16 წლის ნეიეს პერესის სასოწარკვეთილი ხმა ისმოდა.

დასაფლავებიდან 1 დღის შემდეგ მეუღლემ, რომელიც ცოლის აკლდამის მოსანახულებლად მივიდა, საფლავიდან ხმა გაიგონა. როცა საფლავი გახსნეს, ნახეს, თუ როგორ იყო ჩამტვრეული შუშა და გოგონას ხელებზე ჩალურჯებები აღენიშნებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა გოგონას სიცოცხლის ნიშნები ვერ უპოვეს - ამჯერად ის ნამდვილად დაიღუპა.