loader

შემაძრწუნებელი კადრები: აშშ-ში ჟურნალისტი და ოპერატორი პირდაპირ ეთერში მოკლეს (+16) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემაძრწუნებელი კადრები: აშშ-ში ჟურნალისტი და ოპერატორი პირდაპირ ეთერში მოკლეს (+16)

ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ-TV-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი. ინციდენტი ბედფორდში მოხდა.

ჟურნალისტი არხისთვის პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა და რესპონდენტს ესაუბრებოდა, როდესაც მოულოდნელად ცეცხლი გაიხსნა. პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზევე დაიღუპნენ. უცნობია, თუ რა ბედი ეწია რესპონდენტს.