loader

ნორვეგია იწყებს სერიალს, რომელშიც ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნორვეგია იწყებს სერიალს, რომელშიც ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული

ნორვეგიული ტელეარხი TV2 ახალ სატელევიზიო შოუს იწყებს, რომელსაც სახელად "ოკუპირებულები" ჰქვია. პროექტი შემოდგომის სატელევიზიო სეზონის ჰიტად უნდა იქცეს. სიუჟეტი ახლო მომავალში ვითარდება, სადაც სკანდინავიური ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ავტორების ჩანაფიქრით, ნორვეგიის ხელისუფლებაში მოდის რადიკალური ეკოლოგიური პარტია, რომელიც გაზის და ნავთობის ამოღებას აჩერებს. ამის გამო რუსეთის არმია ახდენს ქვეყნის ოკუპაციას და ამყარებს კონტროლს ნავთობსა და გაზზე.

"ოკუპირებულები" ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი გამოდგა ნორვეგიული ტელევიზიის ისტორიაში. მასზე 9,6 მილიონი ევრო დაიხარჯა. მისი ტრანსლირების უფლება დიდმა ბრიტანეთმა უკვე მოიპოვა. ასევე, მიდის მოლაპარაკებები გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, შვედეთთან, ისლანდიასთან, ბელგიასა და ჰოლანდიასთან.