loader

მიუნჰენში ჩასულ მიგრანტებს ადგილობრივები აპლოდისმენტებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიუნჰენში ჩასულ მიგრანტებს ადგილობრივები აპლოდისმენტებით დახვდნენ

ბოლო დღეების განმავლობაში საბერძნეთში, მაკედონიასა და სერბიაში სირიიდან წამოსული ასეულობით ლტოლვილი ჩავიდა, საიდანაც გზა უნგრეთისკენ გააგრძელეს. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, მათი ბოლო გაჩერება გერმანიის ქალაქი მიუნჰენია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს პირველი ყველაზე მასშტაბური მიგრაციაა ევროპაში. მხოლოდ ავსტრიაში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში 4 000-მდე მიგრანტი ჩავიდა.

თითქმის ყველა მატარებელს, რომელსაც მიუნჰენში ასობით მიგრანტი ჩაჰყავს, ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება გულთბილად ხვდება: მოსახლეობა ბანერებით "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში" და პოლიციელები, რომლებიც პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებს გადასცემენ მიგრანტებს და მიმართულებას აძლევენ ბანაკებისკენ. ჩამოსულებს სამედიცინო გამოკვლევა უტარდებათ, შემდეგ კი მათ დროებით საცხოვრებლებში ანაწილებენ - იუწყება BBC.

ასევე იხილეთ:

სასოწარკვეთილი სირიელი ლტოლვილი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ლიანდაგზე დაწვა

ნაპირზე გამორიყული სირიელი ბიჭუნა, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ომს გამოქცეული მიგრანტების უბედურება...(+16)