loader

შოკისმომგვრელი კადრები: უნგრეთში მიგრანტებს საკვებს ისე უყრიან, როგორც ცხოველებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კადრები: უნგრეთში მიგრანტებს საკვებს ისე უყრიან, როგორც ცხოველებს

ინტერნეტში გავრცელებულმა შოკისმომგვრელმა კადრებმა, სადაც ჩანს, როგორ უყრიან უნგრელი პოლიციელები საკვებს მიგრანტებს, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ავსტრიელი ქალი, რომელიც ამ ვიდეოს იღებდა, აცხადებს, რომ უნგრეთში ”მიგრანტებს ექცეოდნენ ისე, როგორც ცხოველებს”.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch კვლავ მოუწოდა ევროპის ხელისუფლებს იზრუნონ იძულებით გადაადგილებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

15 სექტემბრიდან უნგრეთში ძალაში შედის ახალი საემიგრაციო კანონი და მიგრანტებს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებებს არ დაემორჩილებიან, დააკავებენ.