loader

მუსულმანურ კონფერენციაზე შეჭრილ FEMEN-ის ნახევრადშიშველ აქტივისტებს წიხლებით შესდგნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუსულმანურ კონფერენციაზე შეჭრილ FEMEN-ის ნახევრადშიშველ აქტივისტებს წიხლებით შესდგნენ

სკანდალური ფემინისტური მოძრაობის FEMEN-ის აქტივისტებმა საფრანგეთის ქალაქ პონტუაზში მუსულმანური კონფერენცია ჩაშალეს. მუსულმანი მქადაგებლის ნადერ აბუ ანასის ლექციის დროს, რომელიც ცოლების ცემის უფლებას ეხებოდა ორი გოგონა სცენაზე ავიდა და ტანსაცმელი გაიხადა.

ნახევრადშიშველმა აქტივისტებმა მიკროფონის ხელში ჩაგდება მოახერხეს და ფრანგულ და არაბულ ენებზე ლოზუნგების ყვირილი დაიწყეს. საპროტესტო აქცია ღონისძიების დაცვამ და კონფერენციის რამდენიმე მონაწილემ ძალისმიერი მეთოდებით აღკვეთეს. გოგონები სცენიდან ჩამოადგეს და სცემეს, ისინი ხულიგნობისთვის პატიმრობაში იმყოფებიან.