loader

უნგრეთის ქალაქის მერმა მიგრანტების შესაშინებელი ვიდეორგოლი გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნგრეთის ქალაქის მერმა მიგრანტების შესაშინებელი ვიდეორგოლი გადაიღო

უნგრეთის სასაზღვრო რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ აშოტჰალომის მერი მიგრანტებისადმი მიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში ლასლო ტოროსკაი თავშესაფრის მაძიებლებს მოუწოდებს არ გადაკვეთონ არალეგალურად უნგრეთის საზღვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ციხეში აღმოჩნდებიან. ამას გარდა, ქალაქი მერი მიმართვაში აღნიშნავს, რომ უნგრეთი მიგრანტებისთვის არასწორი არჩევანია და თუ ლტოლვილებს გერმანიაში სურთ ჩასვლა, ხორვატიასა და სლოვენიას უნდა მიმართონ.

"ისინი, რომლებიც შეეცდებიან საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთას, მარტივად აღოჩნდებიან ციხეში. თუ თქვენ ხართ არალეგალი და გსურთ გერმანიაში ჩასვლა, უმოკლესი გზა სერბეთიდან ამ ქვეყნისკენ არის ხორვატიის და სლოვენიის გავლით. არ ენდოთ ადამიანით მოვაჭრეებს. უნგრეთი ცუდი არჩევანია. აშოტჰალომი ყველაზე ცუდი" , - აღნიშნავს ლასლო ტოროსკაი ვიოდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელებში მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. უნგრეთმა სერბეთთან საზღვარი რამდენიმე დღის წინ ჩაკეტა. ამის მიზეზი მიგრანტთა დიდი ნაკადი გახდა, რომელთა დიდი ნაწილი ამ გზით გერმანიაში ცდილობს გადასვლას.