loader

ლურჯთვალება საოცრება - დაუნის სინდრომის მქონე გოგონა სამოდელო სააგენტოების რჩეული გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლურჯთვალება საოცრება - დაუნის სინდრომის მქონე გოგონა სამოდელო სააგენტოების რჩეული გახდა

დიდი ლურჯი თვალებით და გადამდები ღიმილით 2 წლის კონი როუზი პოზიტივს ასხივებს. კონი ორი კვირის იყო, როდესაც დაუნის სინდრომი დაუდგინდა, ახლა უკვე 2 წლის გოგონას უკვე სამოდელო კონტრაქტებს უფორმებენ.

კონის დედა, ჯულია ყვება, რომ სააგენტოებში ბავშვის ფოტოების გაგზავნიდან ძალიან მალე მიიღო პასუხი და სატესტო ფოტოსესიაზე დაიბარეს. "როდესაც სააგენტოებში მისი დაუნის სინდრომის შესახებ მოვუყევი, არავის წარბიც არ შეუხრია", - დასძინა დედამ. კონი როუზი ძალიან ბუნებრივია კამერის წინ და დედამისი აცხადებს, რომ ის მხარს დაუჭერს ქალიშვილის სამოდელო კარიერას, თუ გოგონას ამის სურვილი ექნება.