loader

როგორ გამოიყურებიან ყველაზე სასტიკი ციხის პატიმრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებიან ყველაზე სასტიკი ციხის პატიმრები

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ადამ ჰინტონმა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე გადაიღო, სადაც მსოფლიოში ყველაზე სახიფათო დაჯგუფების წევრები, მკვლელები და ნარკორეალიზატორები იხდიან სასჯელს.

ციხე სალვადორში მდებარეობს, სადაც დანაშაულის დონე ძალიან მაღალია: ბევრი პატიმრის სხეული დაფარულია სვირინგებით, რომლებიც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ასახავს. ციხის ზედამხედველები შიგნით შესვლას არ რისკავენ და შენობას გარედან პატრულირებენ. ციხის ტერიტორიაზე კი პატიმრები წესრიგს თავად ამყარებენ.

ბრიტანელი ფოტოგრაფი ციხეს პატიმრების ზავის დროს ეწვია. ამ საშინელი ადგილის შესახებ მან ტელეკომპანია RT-სთან ისაუბრა.