loader

სკანდალი აშშ-ში: ამერიკელებმა Volkswagen-ის მაქინაცია გამოაშკარავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი აშშ-ში: ამერიკელებმა Volkswagen-ის მაქინაცია გამოაშკარავეს

ავტოკონცერნ Volkswagen-ის მავნე გამონაბოლქვის სისტემის კონტროლთან დაკავშირებული მაქინაციების ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა არნახულ მაშტაბებს მიაღწია. მას შემდეგ, რაც 18 სექტემბერს, აშშ-ში გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გერმანული ავტოგიგანტი ეკოლოგიური სტანდარტების დარღვევაში დაადანაშაულა და VW-ს მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, ანალოგიურ შემოწმებაზე მოთხოვნამ მთელ რიგ ქვეყნებში გაიჟღერა.

თავად Volkswagen-მა 22 სექტემბერს გამოაცხადა, რომ საუბარი შეიძლება ეხებოდეს 11 მლნ ავტომობილს მთელ მსოფლიოში, რომლებშიც გამონაბოლქვის მაჩვენებლები მცირდებოდა.