loader

ოდესაში, უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობასთან აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოდესაში, უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობასთან აფეთქება მოხდა

ოდესის ცენტრში, უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობასთან, გამთენიისას აფეთქება მოხდა. აფეთქების შესახებ ინფორმაცია პოლიციაში ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე შევიდა. ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი გავიდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა უშიშროების სამსახურის შენობა და ახლო რადიუსში მდებარე შენობების შუშები.

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა 8-10 კილოგრამი ტროტილისგან შედგებოდა. ეს ბოლო პერიოდში ოდესაში მომხდარი ყველაზე დიდი აფეთქება იყო.