loader

რომის პაპის ხუმრობა... სიდედრზე - როგორ გაამხიარულა მრევლი ფრანცისკემ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპის ხუმრობა... სიდედრზე - როგორ გაამხიარულა მრევლი ფრანცისკემ

რომის პაპმა ფრანცისკემ ფილადელფიაში "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" სტუმრები გაამხიარულა, როდესაც სიდედრის/დედამთილის შესახებ ხუმრობა მოყვა.

სიტყვით გამოსვლისას, პონტიფიკი შედარებით სერიოზულ თემებს მოსწყდა, რომ მსმენელში ღიმილი გამოეწვია. "ოჯახში ხდება ჩხუბი... ხანდახან თეფშებიც ფრინავს, ბავშვები კი თავის ტკივილს იწვევენ ხოლმე. აღარაფერს ვამბობ სიდედრზე (ან დედამთილზე, იტალიურადაც და ინგლისურადაც ორივე სიტყვა ერთნაირად ჟღერს)" - თქვა ფრანცისკემ.

ხუმრობა მრევლმა ოვაციებით მიიღო და ძალიან მალე Twitter-ის მომხმარებლების მიერ ინტერნეტში გავრცელდა.