loader

პუტინის გამოსვლის დროს უკრაინის დელეგაციამ დაცხრილული დროშა გაშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის გამოსვლის დროს უკრაინის დელეგაციამ დაცხრილული დროშა გაშალა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, მის მოპირდაპირედ უკრაინის დელეგაციამ უკრაინის დაცხრილული დროშა გაშალა. ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა იური სერგეევმა დაწერა.

"ჩვენი დელეგაცია ამხანაგ პუტინის გამოსვლის დროს დარბაზიდან გავიდა. აივანზე, მის წინ ილოვაისკიდან წამოღებული დროშა გაიშალა! დაე, დაინახოს!", - დაწერა სერგეევმა.

ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლისას უკრაინის დელეგაციამ ის დარბაზი დატოვა, სადაც გენერალური ასამბლეის სესია იმართება.